ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა

სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა დასავლეთში პირველი ვიზიტით 7 მაისს, ელისეის სასახლეში ჩავიდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ალ-შარას მოწვევა მიზნად ისახავდა „თავისუფალი, სუვერენული სირიისკენ გარდამავალი პროცესის ხელშეწყობას“.
„ეს შეხვედრა საფრანგეთის ისტორიული ვალდებულების ნაწილია სირიელი ხალხის მიმართ, რომლებიც მშვიდობისა და დემოკრატიისკენ ისწრაფვიან“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
სირიის გარდამავალი მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ქვეყნის დასავლეთში მასობრივი მკვლელობების გამო, რომლებიც რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ძირითადად ალავიტებისა და დრუზების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ძალადობრივი ინციდენტები ეჭვქვეშ აყენებს ალ-შარაას ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის უნარს, გააკონტროლოს სიტუაცია მთელ სირიაში.
ემანუელ მაკრონი გახდა პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც ალ-შარაას ესაუბრა 2025 წლის თებერვალში, სატელეფონო საუბრის დროს მან ის საფრანგეთში მიიწვია.
1746965393
საზოგადოება„არა ომს“ - რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა
ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მა...
1746962110
ახალი ამბებიერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს. „ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემა...
1746960824
საზოგადოებაბათუმის ვიცე-მერი: ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები
ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში, - განუცხადა „ქრონიკას“ ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ. მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანე...
1746960692
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში
„ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ დამაჯერებელ, მე-10 გამარჯვებას მოვიპოვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი გაბუნიამ...
1746956869
ახალი ამბებითბილისის ერთ-ერთ ბარში 30 წლამდე კაცი მოკლეს
თბილისში, გამთენიისას ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, მოკლულია 30 წლამდე კაცი. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძი...