ფრიდრიხ მერცი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის განახლებას არ გამორიცხავს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მმართველი კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის თავმჯდომარის გადადგომა შესაძლოა, კაბინეტის განახლების მიზეზი გახდეს.
გერმანიის კანცლერმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, როგორ გაიგო შპანის გეგმის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ამბავი მან პარტიას ძალიან გვიან შეატყობინა.
„არავის გვქონდა რეალურად შესაძლებლობა, მასთან ამაზე გვესაუბრა. პარტიასა და საპარლამენტო ჯგუფს ამის შესახებ ძალიან გვიან უთხრა. დრო რომ გვქონოდა, სიმშვიდეში განვიხილავდით, მაგრამ ეს დრო არ გვქონდა“, – აღნიშნავს ფრიდრიხ მერცი.
ჟურნალისტმა ფრიდრიხ მერცს ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს იმედგაცრუებულად, რაზეც გერმანიის კანცლერმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
„ამაზე საჯაროდ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, თუმცა თავად საკითხი უკვე დახურულია. ის გადადგა. მის მუშაობას პატივსაც ვცემ. როგორც ბუნდესტაგში საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა და ამისთვის, ისევე როგორც ბოლო კვირების რეფორმებისთვის, მადლობას ვუხდი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, იენს შპანმა, რომელიც ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, 18 ივლისს თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში, სუროგატი დედის მეშვეობით, შვილს ელოდებოდა.
მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება პარტიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სუროგაციის წინააღმდეგია.
1784556471
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784554422
ახალი ამბებიდაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“ შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ინფ...
1784554251
საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და...
1784553780
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784553334
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: ირანი აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომში იმყოფება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და თეირანი მზად უნდა იყოს ამ დაპირისპირების შედეგების მისაღებად. „რეალობა ის არის, რომ დღეს ირანის...






























