Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიდი ტბების ხუთეულში ყველაზე პატარა ტბას სახელწოდებას უცვლიდა. გადაწყვეტილება კანადასთან მზარდი სავაჭრო დაპირისპირების ფონზე მიიღო, რის შედეგადაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთს მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელზე საპასუხო ტარიფები დაუწესა.
როგორც Reuters-ი იუწყება, პრეზიდენტის განკარგულება ეხება აშშ-ის გეოგრაფიული სახელების საინფორმაციო სისტემას (GNIS), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ რუკებზე გამოყენებული სახელწოდებების სტანდარტებს განსაზღვრავს. განკარგულება გავლენას არ ახდენს კანადაში მოქმედ სახელწოდებაზე და არც იმაზე, თუ რა სახელით მოიხსენიებს ტბას მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი.
„Google Maps-ს ვაახლებთ ოფიციალურ სამთავრობო წყაროებში სახელწოდებების ცვლილებების შესაბამისად. აშშ-სთვის ასეთ წყაროს GNIS წარმოადგენს. შესაბამისად, აშშ-ში Maps-ის მომხმარებლები დაინახავენ სახელწოდებას „ამერიკის ტბა“, კანადაში კვლავ „ონტარიოს ტბა“ იქნება ნაჩვენები, ხოლო აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ მომხმარებლები ორივე სახელწოდებას იხილავენ“, - განაცხადა Google-მა შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Google Maps-მა მსგავსი ცვლილება გასულ წელს მექსიკის ყურის შემთხვევაშიც განახორციელა. ტრამპის მიერ პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოცემული აღმასრულებელი განკარგულების შემდეგ, პლატფორმამ ყურეს „ამერიკის ყურე“ (Gulf of America) უწოდა, წერს Reuters-ი.
1788261602
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლებ...
1788260097
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულება...
1788259729
საზოგადოებასუსი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონ...
1788258781
საზოგადოებაარჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებ...
1788254700
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ, ფარდა ახადა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მა...


























