Politico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ

ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის შესახებ Politico იუწყება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ რომში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები შემდეგ ეტაპზე გადავა და ტექნიკური მოლაპარაკებები „ექსპერტების დონეზე“ ოთხშაბათს, 23 აპრილს, გაიმართება.
არაღჩიმ დასძინა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მომავალ შაბათს, 26 აპრილს, ირიბი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაადასტურა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მომავალ კვირას მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას კვლავ შევხვდებით და მადლობელი ვართ ჩვენი ომანელი პარტნიორების ამ მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის, ასევე, ჩვენი იტალიელი პარტნიორების, რომ დღეს გვიმასპინძლეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სამინისტროს სპიკერმა.
ინფორმაციისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირიბი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით 12 აპრილს დაიწყეს. მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარეს წარმოადგენს ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ირანის მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ითხოვს, უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნისა და ურანის გამდიდრების გეგმებზე.
მაგრამ თეირანი აცხადებს, რომ არასოდეს დათანხმდება ურანის გამდიდრებისთვის ცენტრიფუგების დემონტაჟს, გამდიდრების მთლიანად შეწყვეტას, ან გამდიდრებული ურანის მარაგის შემცირებას 2015 წლის შეთანხმებით დადგენილ დონეზე ქვემოთ.
ირანი ასევე უარყოფს მოლაპარაკებებს თავდაცვის შესაძლებლობებზე, როგორიცაა მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...
1745144824
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...