ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა

 კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცისკე, რაც მისი პონტიფიკოსობის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

წირვა კარდინალმა ანჯელო კომასტრიმ ჩაატარა, თუმცა პაპი მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მათ აღდგომის დადგომა მიულოცა.

ტრადიციული ურბი ეთ ორბი მიმართვა ქალაქსა და მსოფლიოს კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაუკითხა.

ქადაგებაში რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ კონფლიქტებზე, ჰუმანიტარულ კრიზისებსა და მშვიდობის აუცილებლობაზე. მან ისაუბრა ღაზის სექტორში, ასევე იემენში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისსა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. პაპმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და ქვეყანას მშვიდობის მალე დადგომა უსურვა.

ამასთან, პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ მოეწერება ხელი სამშვიდობო შეთანხმებას.

ქადაგებაში პაპი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მშვიდობა რელიგიის თავისუფლების, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და სხვათა შეხედულებების პატივისცემის გარეშე.

პაპმა, ასევე, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა დიალოგისა და მშვიდობის გზების ძიებისკენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745164477

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...

აქციები

1745160046

მსოფლიო

Politico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ

 ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...

აშშ და ირანი

1745152346

მსოფლიო

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

 ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...

ღაზაღაზა

1745148150

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...

კიტ კელოგი

1745144824

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...

მთავრობა