რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა
ისლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იტყობინება.
სამხრეთ-დასავლეთის ოლქში კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.8%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.7%-მა დაუჭირა მხარი.
29 აგვისტოს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. 272 690 ამომრჩევლიდან 225 031-მა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 82.5%-იან აქტივობას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა სულ 118 040 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო 105 339-მა გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ცარიელი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 1 652 შეადგინა, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 0,7%-ს შეადგენს.
1788261602
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლებ...
1788260097
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულება...
1788259729
საზოგადოებასუსი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონ...
1788258781
საზოგადოებაარჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებ...
1788254700
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ, ფარდა ახადა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მა...


























