რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს
მოსკოვი აჩერებს გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას სანქტ-პეტერბურგში და გოეთეს სახელობის კულტურის ცენტრების საქმიანობას რუსეთში. ეს ნაბიჯი ბერლინის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ გადაიდგა, რაც ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და გერმანიის დედაქალაქში რუსული მეცნიერებისა და კულტურის სახლის („რუსული სახლის“) დახურვას უკავშირდება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუსული მხარე აუქმებს თანხმობას სანქტ-პეტერბურგში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე, რომელმაც უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა, ხოლო მისმა ყველა თანამშრომელმა აღნიშნულ თარიღამდე უნდა დატოვოს რუსეთის ფედერაცია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
„რუსეთის ფედერაციაში არსებულმა გერმანულმა გოეთეს სახელობის კულტურულმა ცენტრებმა უნდა შეწყვიტონ ფუნქციონირება. მათ თანამშრომლებს, რომლებიც მივლინებაში იმყოფებიან, ევალებათ რუსეთის დატოვება არაუგვიანეს 2026 წლის 13 სექტემბრისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტები გადაეცა.
„აღინიშნა, რომ სწორედ გერმანიის ხელისუფლებამ გამოიწვია ორმხრივ ურთიერთობებში ესკალაციის ახალი რაუნდი. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა გერმანიის მთავრობას ეკისრება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1789921824
ახალი ამბებიაჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 19 სექტემბერ...
1789920114
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ჯუჯების“ ო...
1789918499
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება
გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული...
1789913516
ახალი ამბებიპროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...
1789910396
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...































