სიარტო ტრამპის მოთხოვნაზე: უნგრეთს არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან სხვა არჩევანი არ აქვს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რადგან „სხვა არჩევანი არ აქვს“.

უნგრეთ-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიარტოს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა იმ ინფორმაციაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა ევროკავშირს, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა.

„ნუ დაუშვებთ, რომ თვალთმაქცებმა მოგატყუონ, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებს უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის შესყიდვის გამო, ასევე ყიდულობს რუსულ ნავთობს, მხოლოდ ირიბად, გარკვეული აზიური ქვეყნების მეშვეობით“, - აღნიშნა მან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სხვა ქვეყნები ფარულად ყიდულობენ რუსულ ნავთობს, რადგან ის უფრო იაფია, უნგრეთი კი ყიდულობს მას ისე, როგორც არის, რადგან უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს.

„და ის ფაქტი, რომ უნგრეთი რუსეთთან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს, დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ევროკავშირმა უარყო ჩვენი თხოვნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზსადენების გამტარუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით. და ჩვენამდე მომავალი ალტერნატიული გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდის ნაცვლად, ხორვატიამ ტრანსპორტირების სატრანზიტო საფასური ევროპულ სტანდარტთან შედარებით ხუთჯერ გაზარდა“, - განაცხადა სიარტომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757101292

საზოგადოება

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ

ესენი იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. ნინო წილოსანმა მიხეი...

ნინო წილოსანი

1757098115

ახალი ამბები

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლმა გზაზე მიმავალი საქონლისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დ...

დაკავება, პოლიცია

1757093113

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1757091206

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...

კახა კალაძე

1757089910

მსოფლიო

რობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ

„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...

რობერტ ფიცო