საქართველო-ბულგარეთის თამაშზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება

7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება: 

„7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.

როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული.

თუმცა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება. შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ელი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები, ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში.

დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება.

ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17- ჩათვლით არის განთავსებული“, - წერია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757085906

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...

პროკურატურა

1757084393

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტე...

	დავით ჩიხელიძე

1757081326

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა დ...

დაკავება - პოლიციის

1757081070

საზოგადოება

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...

პოლიცია

1757080807

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ, - განაცხა...

მარიამ ქვრივიშვილი