კახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული, რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
მან ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე შეკრებილ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ახალგაზრდების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„2017 წლიდან მოყოლებული იმდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქალაქისა და თბილისელებისთვის, რომ ნამდვილად არ მეშინია, მესამედაც ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში. არ მეშინია, რადგან პირველ რიგში, ზურგს მიმაგრებს თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა. ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის როლს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს.
1757087519
ახალი ამბებიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყ...
1757086503
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უჟგოროდში შეხვდნენ. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა შინაარსიანი იყო. „მადლობას გიხდით ამ ვიზიტისთვის. ჩვენ გვქონდა შინ...
1757085906
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...
1757084393
საზოგადოებადავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტე...
1757081326
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა დ...