არჩილ გორდულაძე: „გორბის“ კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს

„გორბის“ კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა აგენტურას არასდროს აირჩევს.

„რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციონერების შედეგებს, ფაქტია, რომ მათი შედეგები სულ უფრო და უფრო მცირდება, იმიტომ, რომ ასეთია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ისინი აგენტურას არასდროს დაუჭერენ მხარს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2%-მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი - 5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753800000

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდ...

პროკურატურა

1753799956

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოვიდე კოლეგების წინაშე იმ თემებთან დაკავშირებით, რაზედაც კონფერენცია ტარდება, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი

მნიშვნელოვანი ღონისძიებაა პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენცია, რომელიც მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ფარგლებში იმართება, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება ამ დონის ღონისძიება, - განაცხადა მედია...

შალვა პაპუაშვილი

1753799920

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ

ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატურის დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ქართ...

შალვა პაპუაშვილი

1753799896

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფაზე: უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა კარგად ვხედავთ. იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით

უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა ქალბატონმა ხატიამ ამას კარგად ვხედავთ. იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით, - აღნიშნა საქართველ...

შალვა პაპუაშვილი

1753798121

ახალი ამბები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო სა...

სოფიო ქაცარავა