ნინო თანდილაშვილი: გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების საკითხების გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ურბანული და წყლის მართვის სექტორის ხელმძღვანელს, დრაზენ კუცენს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყანას აქვს კლიმატის პოლიტიკისა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მიმართულებით.
„საქართველო აქტიურად აგრძელებს რეფორმებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მობილიზება, ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერება და საერთაშორისო მიდგომების დანერგვა. ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართულებით გრძელვადიანი და ქმედითი პოლიტიკის დაგეგმვა და რეალიზება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს AIIB-ის ექსპერტებთან, რათა შევიმუშაოთ პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც იქნება მოქმედების რეალური გზამკვლევი ქვეყნის მწვანე ტრანსფორმაციისთვის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მხარეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს გარემოს დაცვის სექტორში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობების, ნიადაგისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პროექტების განვითარების საკითხებს.
„ამ ეტაპზე ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობის პროგრამები, სანაპირო ზოლის მდგრადობა, ჭკვიანი სოფლის მეურნეობა და მდგრადი ირიგაცია, ასევე, მიწისა და სატყეო რესურსების მართვა. ეს მიმართულებები წარმოადგენს საკვანძო სფეროებს კლიმატური პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ერთად განვსაზღვროთ, რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული სფეროები ჩვენს საერთო დღის წესრიგთან“, - განაცხადა დრაზენ კუცენმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
1753800000
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდ...
1753799956
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოვიდე კოლეგების წინაშე იმ თემებთან დაკავშირებით, რაზედაც კონფერენცია ტარდება, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი
მნიშვნელოვანი ღონისძიებაა პარლამენტის თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენცია, რომელიც მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ფარგლებში იმართება, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება ამ დონის ღონისძიება, - განაცხადა მედია...
1753799920
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ
ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატურის დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ქართ...
1753799896
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფაზე: უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა კარგად ვხედავთ. იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით
უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა ქალბატონმა ხატიამ ამას კარგად ვხედავთ. იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით, - აღნიშნა საქართველ...
1753798121
ახალი ამბებისაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო სა...