ვოლოდიმირ ზელენსკი: ვფიქრობ, ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მჯერა, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს
„ვფიქრობ, ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მჯერა, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ამერიკული მხარე, როგორც შუამავალი, შემოგვთავაზებს სხვადასხვა ნაბიჯს, სულ მცირე, გარკვეული კონსენსუსის მისაღწევად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიების საკითხი მტკივნეულია, რადგან უკრაინას ნათლად ესმის, თუ რა სურს რუსეთს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს რთული საკითხები და სამართლიანი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად საჭიროა აშშ-სთან ერთად მუშაობა.
„მჯერა, რომ ტერიტორიების საკითხი მტკივნეულია, რადგან რუსეთს სურს ის, რაც სურს და ჩვენ არ შეგვიძლია უფრო შორს წასვლა, რადგან ეს ხანგრძლივი დიალოგია. ჩვენ ნათლად გვესმის, რა სურთ მათ. ზოგიერთმა შეიძლება, დაიჯეროს, ზოგმა შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ ასი პროცენტით, დარწმუნებით ვიცით, რა სურთ მათ. ტერიტორიულ საკითხებზე საკმარისი დიალოგი იყო და, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ეტაპზე განსხვავებული პოზიციები გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ, ჩემმა კოლეგებმა ჩემი პირადი პოზიცია მოისმინეს. ძალიან მიხარია, რომ პირადად შევძელი ამ პოზიციის გადმოცემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მისი გზავნილია, რომ ბრძოლის ველზე ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე, როგორც სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა იქნება უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პროექტზე მუშაობა გრძელდება.
„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა განიხილოს მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმებები და შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიები. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ამ ყველაფერს წერილობითი ფორმა მივცეთ. ამ მხრივ პროგრესს მივაღწიეთ. ვხედავ დეტალებს, რომლებზეც მუშაობენ. ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ვერსიაა. ცეცხლის შეწყვეტის დროს მონიტორინგის საკითხი, ჩემი აზრით, უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია. მონიტორინგის საკითხი მოიცავს, თუ ვინ ჩაატარებს მონიტორინგს, რა ფორმატით და რა სანქციები მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის დარღვევას. ეს არის საკითხები, რომლებიც მე წამოვწიე და მნიშვნელოვანია, რომ ყველა შევთანხმდეთ, რომ მათზე შემდგომი მუშაობაა საჭირო. ჩემი აზრით, ზოგიერთი რამ დამანგრეველია და ნამდვილად არ დაგვეხმარება და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ისინი არ არის ჩვენი დოკუმენტების ახალ ვერსიებში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ღირსება მნიშვნელოვანია და დათმობების საკითხი ნამდვილად არ არის აქტუალური. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ მკაფიო პასუხები უსაფრთხოების გარანტიების, ტერიტორიებისა და უკრაინისთვის კომპენსაციის სახით თანხის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
1765825358
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება
საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გ...
1765822397
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: უკრაინისთვის რუსული აქტივების გადაცემაზე უარი ევროკავშირს მასშტაბურ ზიანს მიაყენებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე უარი ევროკავშირს წლების განმავლობაში ზიანს მიაყენებს. მერცმა მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, იპოვონ გზა ამ აქტ...
1765818562
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს
გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა, ეს საკით...
1765816688
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, წერილთან ერთად...
1765814428
ახალი ამბებიპატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „თბილისის წმ. სამების...




























