მათიკაშვილი 21-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: არსად წერია დადგენილი ციტირებით, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ ბრძანება არ გაუცია გიორგი გახარიას ტყვიების გამოყენებაზე
„ძალიან მარტივია, ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი, დავუშვათ არ გაგიცია ბრძანება ტყვიების გამოყენებაზე, სულ მცირე, დაუყოვნებლივ, როგორც კი აღმოაჩენდი ამ ყველაფერს, რომ ტყვიების გამოყენება მიმდინარეობს, მეორე დღესვე შიდა გამოძიებას არ დაიწყებ ამასთან დაკავშირებით? ვინ გასცა ბრძანება და ვინ მისცა კონკრეტულ პოლიციელს იმის უფლება, რომ რეზინის ტყვია გამოეყენებინა?“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციების რეზინის ტყვიებით დაშლაზე და სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილებაში არსად არის ციტირება, თითქოს სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
„ტექსტს, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ვერც ორგვარად და სამგვარად ვერ წაიკითხავ. ერთგვარად უნდა წაიკითხო, ამას სჭირდება ლოგიკა, ამას სჭირდება ობიექტურობა და მიკერძოებისგან უნდა იყო თავისუფალი.
იქ არსად არ წერია დადგენილი ციტირებით, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ ბრძანება არ გაუცია გიორგი გახარიას [რეზინის] ტყვიების გამოყენებაზე. იქ არის საუბარი, მტკიცებულებები, რომელიც არის წარდგენილი ქართული გამოძიებიდან მათ შორის და თვითონ გახარიას ჩვენება, რომ თვითონ ამბობს, რომ მე არ გამიცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებაო.
ბევრი რამის თქმა შეუძლია გახარიას, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვნახეთ, მოვისმინეთ. 40-წამიან შუალედში შეუძლია საკუთარი ნათქვამი გადათქვას და საპირისპირო თქვას. დროებითი საგამოძიებო კომისია იყო ძალიან კარგი ლუსტრაცია ამ ყველაფრის. ამიტომ, ლოგიკისგან არიან საერთოდ აცდენილები და ბუნებრივიც არის.
ძალიან მარტივია, ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი, დავუშვათ არ გაგიცია ბრძანება ტყვიების გამოყენებაზე, სულ მცირე, დაუყოვნებლივ, როგორც კი აღმოაჩენდი ამ ყველაფერს, რომ ტყვიების გამოყენება მიმდინარეობს, მეორე დღესვე, შიდა გამოძიებას არ დაიწყებ ამასთან დაკავშირებით? ვინ გასცა ბრძანება და ვინ მისცა კონკრეტულ პოლიციელს იმის უფლება, რომ რეზინის ტყვია გამოეყენებინა?!
ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობ კონკრეტულ საპოლიციო ღონისძიებას, საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას, ვთქვათ გამოყენებულ იქნა ისეთი სპეცდანიშნულების საშუალებები, რომლის გამოყენების შესახებ ბრძანება შენ არ გაგიცია, პირველი რეაქცია საღად მოაზროვნე ადამიანის, პოლიტიკოსის თუ მინისტრის, არ იქნება გამოძიების დაწყება?“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.
1765824616
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ვფიქრობ, ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მჯერა, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს
„ვფიქრობ, ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მჯერა, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკ...
1765822397
მსოფლიოფრიდრიხ მერცი: უკრაინისთვის რუსული აქტივების გადაცემაზე უარი ევროკავშირს მასშტაბურ ზიანს მიაყენებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე უარი ევროკავშირს წლების განმავლობაში ზიანს მიაყენებს. მერცმა მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, იპოვონ გზა ამ აქტ...
1765818562
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს
გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა, ეს საკით...
1765816688
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, წერილთან ერთად...
1765814428
ახალი ამბებიპატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „თბილისის წმ. სამების...





























