დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული
„თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, - ასეთია „ხალხის ძალის “ წევრის დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იხილოს.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის პოლიტიკური რუკა ერთპოლარული იყო, 2026 წლის აპრილისთვის პოლიტიკური ევრობალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ლიბერალურმა ცენტრმა უკვე დაკარგა ძველი მონოპოლია ძალაუფლებაზე.
„ათი წლის წინ ევროკავშირის პოლიტიკური რუკა თითქმის ერთპოლარული ჩანდა. 2015-2016 წლებში, როდესაც ევროკავშირი ჯერ კიდევ 28 სახელმწიფოსგან შედგებოდა და მის შემადგენლობაში იყო დიდი ბრიტანეთი, ძალაუფლების ძირითადი ცენტრები ლიბერალურ-ცენტრისტული და სოციალ-დემოკრატიული ელიტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. საფრანგეთს მართავდა სოციალისტი ფრანსუა ოლანდი, იტალიას – მატეო რენცის მემარცხენე-ლიბერალური მთავრობა, ხოლო ესპანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში დომინირებდნენ სოციალ-დემოკრატები, ან ლიბერალური კოალიციები.
მემარჯვენე-კონსერვატიული ბანაკი მაშინ უფრო გამონაკლისად გამოიყურებოდა – მისი მთავარი საყრდენები იყვნენ: უნგრეთი – ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით; პოლონეთი – პარტიის „კანონი და სამართალი“ გამარჯვების შემდეგ; ესპანეთი – მარიანო რახოის დროს და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობა ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივად, საუბარი იყო 28 სახელმწიფოდან მხოლოდ რამდენიმეზე. 2026 წლის აპრილისთვის პოლიტიკური ევრობალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ევროკავშირი ახლა 27 სახელმწიფოსგან შედგება და ლიბერალურმა ცენტრმა უკვე დაკარგა ძველი მონოპოლია ძალაუფლებაზე. მემარჯვენე, ან ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობები მოქმედებენ იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ხორვატიაში, ლუქსემბურგსა და ბელგიაში. ამასთან ერთად, პოლონეთში არის კონსერვატორი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ხოლო კვიპროსს მართავს პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ცენტრისტულ-მემარჯვენე ძალების მხარდაჭერით. ამგვარად, თუ ათი წლის წინ მემარჯვენე-კონსერვატიული ბანაკი მხოლოდ რამდენიმე მთავრობას აკონტროლებდა, დღეს იგი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე უკვე დაახლოებით ათზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. ამ „ფერიცვალების“ მიზეზები კარგადაა ცნობილი: 2015 წლის მიგრაციულმა კრიზისმა, გლობალიზაციის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ, ბრიუსელის ბიუროკრატიის მიმართ მზარდმა სკეპტიციზმმა, ენერგეტიკულმა კრიზისმა და უსაფრთხოების საკითხებმა უკრაინის ომის ფონზე – მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებრივი განწყობები.
ევროპელი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად აძლევს ხმას არა გლობალისტური ლიბერალიზმის იდეოლოგიას, არამედ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, მიგრაციის კონტროლსა და ეკონომიკურ პრაგმატიზმს – რაც ავტომატურად აძლიერებს კონსერვატიული პარტიების პოზიციებს.
უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა: ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული. თუ 2010-იანი წლების შუალედში ლიბერალურ-მემარცხენე ცენტრი თითქმის ერთპიროვნულად განსაზღვრავდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს, დღეს იგი უკვე ფორმირდება ორ ბანაკს შორის მკვეთრი კონკურენციის პირობებში.
ევროპული პოლიტიკა შევიდა იდეოლოგიური ბალანსის ეპოქაში, სადაც არცერთ მხარეს აღარ აქვს ძალაუფლების მონოპოლია. თუ შევხედავთ უახლოეს 2-3 წელიწადს, ანალიტიკოსები მემარჯვენე მიმართულებით შესაძლო ახალ ცვლილებებს უპირველესად უკავშირებენ საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, სადაც კონსერვატიულ პარტიებს უკვე ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ და შეუძლიათ მთავრობების ფორმირებაზე პრეტენზია განაცხადონ.
მსგავსი ტენდენცია შესაძლებელია ასევე რუმინეთში, ირლანდიასა და სლოვენიაში, სადაც კონსერვატიული ძალები თანდათან ზრდიან თავის გავლენას. თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური ბალანსი შეიძლება კიდევ უფრო გადაიხაროს – წარსული ლიბერალური დომინაციისგან უფრო მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული მრავალცენტრიანობის მიმართულებით. ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით მართლმადიდებელ აღდგომას, 12 აპრილს, უნგრეთში ჩასატარებელი არჩევნების შედეგები. მაგრამ რისი პროგნოზირებაც უკვე დღესაა სავსებით შესაძლებელი, თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1775402405
ახალი ამბებიტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება, ირანის ნავთობს ხელში ჩავიგდებ, აშშ-მა ირანელ მომიტინგეებს იარაღი ქურთების მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა, ვფიქრობ, იარაღი მათ დაიტოვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ის ირანის ნავთობის „მითვისებას“ განიხილავს. „თუ ისინი სწრაფად არ დადებენ შეთა...
1775400412
ახალი ამბებიმეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას
ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მ...
1775398344
ახალი ამბებინანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლ...
1775397250
ახალი ამბებიევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე, მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში სინაგოგებსა და საფრანგეთში ამერიკულ ბანკზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო....
1775395694
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით
ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან...































