ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს
მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს, რათა ეჩვენებინათ, თითქოს ისეთი ბოროტი და უსულგულოა ეს ხელისუფლება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცოცხლად წვავენ კრემატორიუმებშიო, - წერს ოპოზიციის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
კაკაბაძე ვრცელ პოსტში „დემოკრატიული ალიანსის” და ზოგადად ოპოზიციონერების ქმედებებს მიმოიხილავს.
„დემოკრატიული ალიანსის” მიზნები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 9 პარტიად დაყოფილი და ახლა უკვე „დემოკრატიული ალიანსის” სახელით გაერთიანებული ნეონაცისტური მოძრაობა დაზიანებული მანქანების დაშლილი ნაწილების ჩასაბარებელ პუნქტში ხელახლად აწყობილ იმ ავტომობილს ჰგავს, რომელიც გადაღებილი და გაპრიალებული სახით წარმოადგინეს, ახლა ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს ამ ავტომობილის სრულიად ახალი მოდელია, რომელსაც ნებისმიერ შეჯიბრში კონკურენტებთან გამარჯვების რეალური შანსი აქვს. პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენ ჩვენი სახით, მომავალ ხელისუფლებას უყურებთო. ვინაიდან ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რა უხარისხო და დაზიანებული მასალიდანაც არის აწყობილი ეს ავტომობილი, ამიტომ მისი ამწყობები ცდილობენ ადამიანთა გულუბრყვილო ან გაუთვითცნობიერებელ ნაწილს დააჯერონ, რომ ძველი და დაზიანებული ნაწილებისაგან კი არ არის შექმნილი „ალიანსად” სახელდებული ეს ავტომობილი, ან 1 მილიონზე მეტი გარბენის ნიშნულიდან ნულამდე კი არ არის ჩამოყრილი გარბენის მაჩვენებელი, არამედ „ალიანსის” სახით სულ ახალთახალი და გაპრიალებული სიახლეა მათ წინაშე.
31 მარტს გამოგვიცხადეს, ახლა 2 თვის განმავლობაში რაიონებში უნდა ჩამოვატაროთ ეს ჩვენი „სიახლე” და 26 მაისისთვის თბილისს უნდა მოვაყენოთ ყველა, ვინც ჩვენს ამ აფერას დაიჯერებსო. მანამდე ამერიკაში გავემგზავრებით, იქაც ვეცდებით ვიღაც გავლენიან პოლიტიკოსებს თავი მოვაწონოთ, რომლებიც მომავალ რბოლაში მსაჯების როლს შეასრულებენ და იქნებ ისე ვქნათ, რომ ჩვენს მეტოქეებს ბევრი ყვითელი და წითელი ბარათები უჩვენონ და ფინიშზე ჩვენი დანჯღრეული ავტო პირველი მიგვაყვანინონო. ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებზე ხომ სწორედ ამის მცდელობა იყო, როდესაც „სამართლიანმა არჩევნებმა” სცადა დამარცხებული პარტიები გამარჯვებულად გამოეცხადებინა. მანამდე ეს ჩვენი ნეონაცები 4 ოქტომბრის დამხობის გეგმების კრახის შემდეგ ხან აქეთ ეცნენ, ხან იქით, რომ ხელისუფლების მიმართ ხალხის დაპირისპირება გაეზარდათ და გაემძაფრებინათ, მაგრამ ბევრჯერ ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ კიდევ ერთხელ დაანახვეს ხალხს, როგორი დაზიანებული შიდა ნაწილები გარეგნულად გაპრიალებულ და შიგნიდან ჩაოხრებულ მათ ავტომობილს. მალე იმასაც დავინახავთ, გზადაგზა ეს ნაწილები როგორ იფანტება აქეთ-იქით.
მათი უვიცობა იქამდე მივიდა, რომ პატრიარქის გარდაცვალებაზე ხალხის ძალის რეაგირებით დათრგუნულებმა ჯერ ელექტროენერგიის 5 თეთრით გაძვირებაზე ააგეს ხალხის დაზაფვრისკენ მიმართული პოლიტიკა, ხოლო შემდეგ „ძაღლების რევოლუციის” მოწყობა სცადეს, რათა ეჩვენებინათ, თითქოს ისეთი ბოროტი და უსულგულოა ეს ხელისუფლება, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ცოცხლად წვავენ კრემატორიუმებშიო.
ტრადიციად ქცეული ეს შაბათის მარშებიც ტვ 1-ის შაბათის შოუს ერთგვარ ლაივ-შოუდ გადაიქცა. ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ, რომ მრგვალ თარიღებს ბევრჯერ აღნიშნავენ და პროტესტის 1400-ე დღე რომ მოახლოვდება, დაინიშნება კონსტიტუციით გათვალისწინებული არჩევნები და მერე იზეიმებენ - აი, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და არჩევნები დავანიშნინეთო. მანამდე კი, აგერ უკვე მე-500 დღეს მოახლოვდა და მალე დიდი ზეიმი ექნებათ. მერე 1000 დღეს იზეიმებენ და ა. შ. ასე ესმით ნეონაცებს პოლიტიკოსობა. სამაგიეროდ, როგორც კი ქვეყნისათვის საჭირბოროტო ნამდვილად პრობლემურ საკითხებზე მიდგება საქმე, იქ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების ეშინიათ, მხოლოდ ხელისუფლების ნებისმიერ ნამოქმედარს თუ ნათქვამს აკრიტიკებენ და ცდილობენ ხალხს ის „პრორუსულად“ მიასაღონ. სამაგიეროდ მკაფიოდ არ აცხადებენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, რას შეცვლიდნენ რუსეთთან ურთიერთობაში.
ზოგჯერ თავიანთ პარტიულ ტელევიზიაშიც კი ბანძდებიან. ამას წინათ ტვ 1-ის ეთერში ჟურნალისტი ნეონაცების ერთ-ერთ ახლად გამომცხვარ ლიდერს ეკითხებოდა: „კარგი, ვთქვათ, 26 მაისს ბევრი ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში და დააფიქსირეთ, რომ ეს ხალხი „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგია (არჩევნებშიც ასეთი ადამიანების რიცხვმა 40%-ს, ანუ ასეულობით ათას კაცს გადააჭარბა, რაც სრულიად ბუნებრივია დემოკრატიულ საზოგადოებაში), და მერე რაო?“ ამაზე გაიფხორა ეს ახლად გამოჩეკილი ლიდერი და პასუხობს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას ან ვაცლავ ჰაველს ასეთ კითხვას არავინ დაუსვამდაო. ვეღარ უპასუხა კაცმა, მერე ის, რომ ხელისუფლებას დავამხობთ, 26-ში დავიწყებთ და 26-ში დავამთავრებთო, რადგან ასეთი პასუხის და მოქმედებების მწარე გამოცდილება აქვს.
იმავე ტვ 1-ზე რატომღაც „უსაფრთხოების ექსპერტად“ სახელდებული თეონა აქუბარდია აფრქვევდა მარგალიტებს - აგერ, ხომ ხედავთ, ასეთმა დიდმა რეგიონალურმა ლიდერმა თურქეთმა და მისი მფარველობის ქვეშ მყოფმა აზერბაიჯანმაც კი ვერ აიცილეს ირანიდან გასროლილი ბომბები და „ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად მოკავშირეების გარეშე დარჩენილმა საქართველომ როგორ უნდა დაიცვას თავიო? მოულოდნელად ჟურნალისტმა ლოგიკურად ჰკითხა, ე.ი. თქვენ რას ამბობთ, რომ ძლიერმა მფარველმა მოკავშირეებმა ვერ დაიცვეს პარტნიორი სახელმწიფოები ირანული ბომბებისგან და ამ დროს, მოკავშირეების გარეშე დარჩენილ საქართველოში ერთი რაკეტაც არ შემოფრენილაო, ანუ საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებსო? რაზეც „უსაფრთხოების ექსპერტად“ წოდებულმა აქუბარდიამ უმწეო ღიმილით უპასუხა. ნეონაცებს სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ და ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე ჩვენც გავხდეთ ირანული ბომბების ღირსი. ჯერ იყო და ირანის ელჩის განცხადებაზე ატეხეს პანიკა, როგორ გაგვიბედა ისეთი გაფრთხილება, თქვენი ტერიტორია არ გამოაყენებინოთ ამერიკას ირანზე თავდასასხმელადო და რატომ არ დაიბარეს ამის გამო ეს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში საყვედურის სათქმელადო. ეს ჩვენი ნეონაცები ისეთი შტერებიც არ არიან, არ ესმოდეთ და ვერ ხედავდნენ, რომ ომში მყოფი ირანი ყველა ქვეყანას აძლევს მსგავს გაფრთხილებას, ხოლო იმ არაბულ ქვეყნებს, სადაც აშშ-ს სამხედროა ბაზებია, პირდაპირ ბომბავს, რის გამოც ევროპულმა ქვეყნებმაც და ნატომაც უარი უთხრეს ამერიკას ირანთან ომში ჩაბმაზე. მაგრამ ეს ჩვენი მამაცი ნეონაცები პირდაპირ ვერ ბედავენ იმის გაცხადებას, რომ მათი სურვილია ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ აშშ-ს ამ ომში, საქართველოს ტერიტორიაც შესთავაზონ ირანზე დარტყმების განსახორციელებლად და აქაც მიიღონ საპასუხო ბომბები. სწორედ ასეთი იქნებოდა ნეონაცების პოლიტიკა, დღეს რომ ხელისუფლების სათავეში ყოფილიყვნენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ მათი მეორე პარტიული ტელევიზიის „ფორმულას“ ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა საქართველოში ირანის ელჩს, თბილისში რომ ამერიკელების თვითმფრინავი დაჯდა, თქვენ ამას როგორ უყურებთო? ამ კითხვის ქვეტექსტი ასეთი იყო - ხომ ხედავთ, ეს ხელისუფლება თქვენს მტრებთან მეგობრობს და რატომ არ გვბომბავთო?
აი, ასეთი ხალხი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას“, - წერს კაკაბაძე.
1775395694
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით
ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან...
1775395425
ახალი ამბებიზელენსკი: ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ
რუსების პრობლემა ის არის, რომ მათ უყვართ კომპრომისებზე საუბარი, მაგრამ ისინი არასდროს მიდიან მათზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის...
1775393317
ახალი ამბებიმეუფე შიო: ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში
„ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ... სა...
1775392094
მსოფლიორომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
კათოლიკური ეკლესიის პონტიფექსის რანგში თავისი პირველი სააღდგომო მესის ჩატარებისას, რომის პაპმა ლევ XIV-მ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. „ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შ...
1775388006
ახალი ამბებითბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარც...































