ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპის წერილზე: გზავნილში მთავარი იყო ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც ეხება თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და სწორედ, ამ საფუძველზე საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის დიდ მოლოდინს

გზავნილი, რომელიც საერთო ღირებულებებს ადასტურებს და იდეალები, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს - 17 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი მიიღო.

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის შტატების დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის.

„სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ აფასებს იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც ამერიკის იდეალებისადმი პატივისცემას იზიარებენ.

წერილში ისიც წერია, რომ ტრამპი მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას, ორ ქვეყანას შორის - აქვე თეთრი სახლის ლიდერი ასახელებს მთავარ მიზანსაც „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.

გზავნილს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში, როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, გზავნილში მთავარი იყო ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც ეხება თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და სწორედ, ამ საფუძველზე საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის დიდ მოლოდინს.

„აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენც ამ მოლოდინით ვართ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ანალოგიურ ფასეულობებზე დაყრდნობით გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქმედითი განახლება. ეს გზავნილი კი, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კარგი გზამკვლევია“,- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784391539

ახალი ამბები

საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ დადის

 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ საუბრობს, რომ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო. აქვე, ბუაძე განმარტავს, რომ ეს ცხოველები კი ა...

საბა ბუაძე

1784387736

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სევდამ დაისადგურა, მათი ნარატივი ეუთოს რეზოლუციის შემდეგ, რომ თითქოს საქართველო არის სრულ იზოლაციაში, წამიერად ჩამოშალა პრეზიდენტ ტრამპის წერილმა

 თეთრი სახლიდან თბილისში გამოგზავნილი წერილი უკვე შეფასდა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეს ამერიკა-საქართველოს შორის არსებული იდეური თანხვედრის კიდევ ერთი დასტურია. პარლ...

არჩილ გორდულაძე

1784385334

სპორტი

ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

 ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი (-73 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბი ფილიპ იოვანოვიჩ...

ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

1784384553

მსოფლიო

საფრანგეთში მაღალმა ტემპერატურამ 3000 ადამიანი იმსხვერპლა - Le Monde

საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონში სიცხის ტალღის გამო თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა, რაც სიკვდილიანობის ჩვეულებრივ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ Le Monde საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელო...

სიცხე გერმანიაში

1784381778

სპორტი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-66 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში გერმანელი პატრიკ ვაისერი დაამარცხა.  

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია