საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ დადის

 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ საუბრობს, რომ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო.

აქვე, ბუაძე განმარტავს, რომ ეს ცხოველები კი არ უნდა გაწყვიტონ, არამედ იმას გულისხმობს, რომ პოპულაციის მართვა არის საჭირო და ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ იყვნენ.

„ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში და ყველა ფეხის ნაბიჯზე ძაღლების აი ასეთი უზარმაზარი, მიუსაფარი, დაავადებული ძაღლების ხროვები არ დადის, რომ შეხედავ გული რომ მოგიკვდება..მე ახლა გამოვედი... მე საკამათოდ არ ვამბობ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცხოველები უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ პოპულაციის მართვა გვჭირდება და გვჭირდება ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს და ყველა ფეხის ნაბიჯზე არ ვუყურებდეთ ამ კატასტროფას, იმიტომ რომ მე და თქვენ გული შეგვტკივა ამ ცხოველებზე და ბევრად უფრო მეტი არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეშინია უბრალოდ. ვისაც ჰყავს თავისი შინაური ბინადარი ცხოველი და ვერ ასეირნებს იმიტომ, რომ შეიძლება დაგლიჯოს ქუჩის ძაღლმა. უბრალოდ ადამიანი ქუჩაში ვერ გადაადგილდება იმიტომ, რომ ღამე ეშინია, რომ აი ეს ქუჩის ცხოველები ყეფენ, შეიძლება ვიღაცას დაკბენის ფაქტი იყოს და უამრავი პრობლემა არის“, - განაცხადა ბუაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784389865

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპის წერილზე: გზავნილში მთავარი იყო ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც ეხება თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და სწორედ, ამ საფუძველზე საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის დიდ მოლოდინს

გზავნილი, რომელიც საერთო ღირებულებებს ადასტურებს და იდეალები, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს - 17 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი მიიღო. დონალდ ტრამპი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1784387736

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სევდამ დაისადგურა, მათი ნარატივი ეუთოს რეზოლუციის შემდეგ, რომ თითქოს საქართველო არის სრულ იზოლაციაში, წამიერად ჩამოშალა პრეზიდენტ ტრამპის წერილმა

 თეთრი სახლიდან თბილისში გამოგზავნილი წერილი უკვე შეფასდა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეს ამერიკა-საქართველოს შორის არსებული იდეური თანხვედრის კიდევ ერთი დასტურია. პარლ...

არჩილ გორდულაძე

1784385334

სპორტი

ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

 ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი (-73 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბი ფილიპ იოვანოვიჩ...

ძიუდოისტი თორნიკე მოსიაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

1784384553

მსოფლიო

საფრანგეთში მაღალმა ტემპერატურამ 3000 ადამიანი იმსხვერპლა - Le Monde

საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონში სიცხის ტალღის გამო თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა, რაც სიკვდილიანობის ჩვეულებრივ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ Le Monde საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელო...

სიცხე გერმანიაში

1784381778

სპორტი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-66 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში გერმანელი პატრიკ ვაისერი დაამარცხა.  

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია