კახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავიანთ პატრონებს გარედან“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორ ეკა გიგაურსა და პარტია „ფედერალისტების“ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები. ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, ასე სჭირდებოდათ თავიანთპატრონებს გარედან. ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ მთავრობები ამგვარად ემართათ. თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ. ვითომ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ჩვეულებრივპოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ. ერეოდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, იღებდნენ კონკრეტულ დავალებებს გარედან, ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო მტრული დავალებები ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და ეს საუბარი დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ბევრს არ სჯეროდა, აგერ უკვე თვითონ აღიარებენ ამ ყველაფერს და თვითონ ჰყვებიან იმას, რაც ხდებოდა რეალურად: როგორი დაპირისპირება იყო, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს, ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენსსახელმწიფოებრიობას, ქართველი ხალხის ინტერესებს. უბრალოდ სხვადასხვა სახელი ერქვათ: ვიღაცა ვითომ არასამთავრობოს წარმომადგენელი იყო, ვიღაცა ექსპერტობას იბრალებდა. ესეც, რა თქმა უნდა, გარედან ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ საქართველოში არ იყო, ეს იყო გარე ძალების, ე.წ. „დიფ სთეითის“ მართვისმეთოდები, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც აქვთ პოლიტიკური ინტერესი, ხელისუფლებაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793170811
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...
1793169315
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...
1793167496
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...
1793166105
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...
1793163690
ახალი ამბებიგია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს
„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...




























