შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლისთვის გაწეული სამსახურისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს.

მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულია, რადგან მისი შედეგი მართალია იმავე დღეს არ ჩანს, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს. თქვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ნათქვამი სიტყვა, ბავშვისთვის მიცემული რჩევა ან საჭირო დროს გამოხატული მხარდაჭერა, წლების შემდეგ, შეიძლება იქცეს გადაწყვეტილებად, პროფესიულ წარმატებად, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობად ან ცხოვრებისეულ არჩევნად.

ამიტომ მასწავლებლის შრომის ნაყოფი მხოლოდ გაცემული ცოდნა არ არის, მისი ნაყოფი ადამიანია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, სწორისა და არასწორის გარჩევა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს განათლების მნიშვნელობაზე საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ცოდნის სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ინფორმაცია, რომლის მოძიებასაც წარსულში საათები ან დღეები სჭირდებოდა, დღეს წამებშია ხელმისაწვდომი.

„ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის სწავლის წესს, პროფესიულ გარემოს და თავად ცოდნის მიღების პროცესსაც. მაგრამ სწორედ ამ ეპოქაში ხდება კიდევ უფრო ნათელი, რომ ინფორმაცია თავისთავად განათლება არ არის. ტექნოლოგიას შეუძლია პასუხი მოგვცეს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს განსჯას. შეუძლია ცოდნის მოძიება გაგვიადვილოს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ღირებულებებს და ვერ ასწავლის ბავშვს პასუხისმგებლობას ისე, როგორც ამას ცოცხალი მაგალითი ასწავლის.

სწორედ ამიტომ, რაც უფრო ძლიერდება ტექნოლოგია, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარგი მასწავლებელი. თქვენი ამოცანა დღეს აღარ არის მხოლოდ იმის სწავლება, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ - თქვენ უნდა ასწავლოთ, როგორ იფიქროს, როგორ დასვას სწორი კითხვა, როგორ გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია, როგორ მოუსმინოს განსხვავებულ აზრს, როგორ დაიცვას საკუთარი პოზიცია ცოდნითა და არგუმენტით და როგორ გამოიყენოს თავისუფლება პასუხისმგებლობით.

ეს უკვე არა მხოლოდ განათლების, არამედ მოქალაქის ჩამოყალიბების საქმეა. სკოლა სახელმწიფოსთვის ის სივრცეა, სადაც ბავშვი პირველად ხვდება საზოგადოებას საკუთარი ოჯახის ფარგლებს მიღმა, სადაც სწავლობს წესს, თანასწორობას, თანამშრომლობას, კონკურენციას, პასუხისმგებლობას და სხვისი ღირსების პატივისცემას.

მასწავლებელი კი ხშირად არის პირველი ადამიანი, რომელიც ბავშვს აჩვენებს, რომ მის ნიჭს მნიშვნელობა აქვს, რომ შრომას შედეგი მოაქვს და რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე თავად ჰგონია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, ძლიერი განათლების სისტემა მხოლოდ სახელმძღვანელოებით, პროგრამებითა და ინფრასტრუქტურით ვერ იქმნება - მის ცენტრში ყოველთვის დგას მასწავლებელი.

„ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის და მოსწავლეს თვალებში უყურებს. ამ თვალსაზრისით მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაა.

თქვენ ყოველდღიურად ხვდებით იმ მოზარდებს, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ იქნებიან ექიმები, ინჟინრები, მეცნიერები, ჯარისკაცები, მეწარმეები, სახელმწიფო მოხელეები, ხელოვანები, იქნებიან მშობლები. ამიტომ, თქვენ ქმნით არა მხოლოდ მომავალ პროფესიონალებს, არამედ მომავალ საზოგადოებასაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. მისი მემკვიდრეობა გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან პრინციპს - განათლება წარმატებულია მაშინ, როდესაც ის თანამედროვე ცოდნას ეროვნულ კულტურასა და მშობლიურ ენასთან აკავშირებს.

„სწორედ ასეთი განათლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, იყოს გახსნილი სამყაროს მიმართ და ამავე დროს მყარად იცოდეს, ვინ არის და საიდან მოდის.ძვირფასო მასწავლებლებო, გისურვებთ, რომ ყოველთვის იგრძნოთ თქვენი შრომის დაფასება. გისურვებთ ძლიერ მოსწავლეებს, რომელთა წარმატებაშიც საკუთარ წვლილს ამოიცნობთ. და რაც მთავარია, გისურვებთ, არასოდეს დაკარგოთ ის მთავარი ძალა, რის გამოც ადამიანი მასწავლებელი ხდება - სურვილი, სხვას ცოდნა გაუზიაროს და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმაროს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი

1793167496

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...

თორნიკე ჭეიშვილი

1793166105

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

მიხეილ სარჯველაძე

1793163690

ახალი ამბები

გია ვოლსკი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს

„არათუ ერთნი იყვნენ, დღესაც ერთნი არიან, უბრალოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი საშუალება გააჩნია, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქს...

გია ვოლსკი

1793163137

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ოქტომბერს საქართველოში

28 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +27 და ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა