ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
„EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო“, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
მაჭავარიანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადასული ბიზნესმენების 1-მა პროცენტმაც კი რომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში საკუთარი ბიზნესის გადმოტანასთან დაკავშირებით, მათთვის EMAAR-ის პროექტი იქნება ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ მათ გაცილებით მარტივად მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
„ხოლო რაც შეეხება EMAAR-ის პროექტს მიწასთან დაკავშირებით, მიწა არავის არ გაუყიდია აქ არის ერთობლივი საწარმო. ეს არის უზარმაზარი პროექტი, EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში ე.ი. არის იდეალური საინვესტიციო გარემო და დღეს რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საამიროებში, საუდის არაბეთში თქვენ კარგად იცით რამხელა ინვესტიციები ჰქონდათ ბიზნესმენებს განხორციელებული.
ის ბიზნესმენები, რა თქმა უნდა, წავლენ აშშ-ში, ბრიტანეთში, მაგრამ სულ რომ 1 % საქართველოში წამოვიდეს და რომ დაინახავს, რომ აქ EMAAR-ი უკვე შემოსულია გაცილებით უფრო მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და EMAAR-ის შემთხვევაშიც ჩვენ დაახლოებით 24 000 სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი და შეიქმნება პროცესის განმავლობაში, ხოლო როდესაც პროექტი დასრულდება დაახლოებით 8 000-მდე სამუშაო ადგილი დაემატება, რასაც ეკონომიკაზე ექნება დაახლოებით 11 მილიარდიანი პირდაპირი პოზიტიური ეფექტი და შესაბამისად აქაც კითხვის ნიშნები არა არსებობს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775048173
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვით...
1775047395
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვი...
1775046125
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი
კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტ...
1775044591
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრ...
1775043942
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული იქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გადადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის ა...





























