ლევან მაჭავარიანი: რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, შანტაჟის არ გვეშინია, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია

„რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. შანტაჟის არ გვეშინია, ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდის კურსია ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა.
„უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან რიგი აქტორები, რომლებიც მფარველობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამას იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. ჩვენ ორი შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, პირველი იყო კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ახლა ვიზალიბერალიზაციის გარშემო საუბრობენ. ტუსკი იყო, ვინც თავიდან ამ მუქარების ავანგარდში მოგვევლინა. კარგად ვიცით პოლონეთის მთავრობის დამოკიდებულება კონკრეტულად სააკაშვილთან მიმართებით.
საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, ისინი ძალიან გულშემატკივრობენ და მეგობრობენ სააკაშვილთან. ჩვენ ამისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გვესმის იმ დღიდან, რაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, რა ტრაგედიაც ტრიალებს.
კარგად გვახსოვს, როდესაც ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში ბლინკენის პრესსპიკერი გვსაყვედურობდა, რომ დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში. შემდეგ ჩაბრძანდებოდნენ, მაგალითად, მონღოლეთში და იტყოდნენ, რომ მონღოლეთი დემოკრატის შუქურაა.
ომის დაწყების დღიდან შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ და ამ საუბარს აგრძელებენ. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ და შანტაჟის არ გვეშინია. ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით.
ჩვენი კურსია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის. საქართველო შემდგარია უკვე, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენი კურსია, გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1750181007
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნა...
1750180912
სპორტილუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენ...
1750178788
მსოფლიოტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით
ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...
1750176638
საზოგადოებასაქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. „...
1750175000
მსოფლიოგერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს
ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...