შალვა პაპუაშვილი: უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნება დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის, რაშიც საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს

 შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, რაშიც მნიშვნელოვან როლს საპარლამენტო დიპლომატია ასრულებს.

„ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მას ვესტუმრო. პარლამენტში გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, კომიტეტების წარმომადგენლებთან.

გვაქვს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნებას, რაც დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის და პარლამენტებს, საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდისა და, ზოგადად, რეგიონისთვის ეკონომიკურ განვითარებას, შუა დერეფანს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მგონი, ამ დღეებში ბევრმა გააცნობიერა მას შემდეგ, რაც რუკას დახედა და აღმოაჩინა, ფრენების გადამისამართება საით მოხდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას აქვს პერსპექტივა, ხოლო სადაც არის ომი, ბუნდოვანი გარემო, იქ განვითარება რთულია.

ჩვენი ორი პარლამენტი ამ მხრივ თანამშრომლობას აპირებს. ასევეა რეგიონული თანამშრომლობა. ორი წლის წინ დავაინიცირეთ სამმხრივი ფორმატი თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით და პირველი შეხვედრა უნდა გამართულიყო 2023 წელს თურქეთში, თუმცა მაშინ მიწისძვრის გამო შეხვედრა გადაიდო. შევთანხმდით, რომ წელს აუცილებლად გავმართოთ პირველი სამმხრივი შეხვედრა პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე იქნება განხილული საპარლამენტო თანამშრომლობა რეგიონულ ჭრილში. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხანში ვუმასპინძლებთ თურქეთის პარლამენტის დელეგაციას, შემოდგომაზე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტი თურქეთში. ასე რომ, კიდევ უფრო გამყარდება ეს ურთიერთობები, რომლებიც, მათ შორის, ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750181007

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნა...

შალვა პაპუაშვილი

1750180912

სპორტი

ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1750178788

მსოფლიო

ტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით

 ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

დონალდ ტრამპი

1750176638

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

 ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. „...

საქართველო ირანში

1750175000

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს

 ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...

ფრიდრიხ მერცი