ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები

„მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

მისი თქმით, ის, რომ „ქრონიკასთან“ ეუთოს სათავო ოფისმა თავი აარიდა კითხვებზე პასუხს, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.

„ეს არის გაქცევა პასუხიდან. ერთმა ხელმა არ იცის, მეორე ხელი რას აკეთებს?! მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები“, - აღნიშნა მახაშვილმა.

„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

„ქრონიკა“ ასევე სვამს კითხვას, აპირებს თუ არა ეუთო, დაინტერესდეს საქართველოსთან მიმართებით საპარლამენტო ასამბლეის ქმედებებით, რაზეც ეუთოს სათავო ოფისის პასუხი იყო, რომ კითხვით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიმართონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784060280

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად დავიცავთ

ჰორმუზის სრუტე ირანის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია და თეირანი მასზე საკუთარ სუვერენიტეტს ნებისმიერი ფასის გადახდის შემთხვევაში დაიცავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ...

ჰორმუზის სრუტე

1784058126

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს. კითხვაზე, თუ როგორია...

ტრამპი ტრამპი

1784054926

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ერაყის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ის ძალები ერაყს 30 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალები ერაყს დატოვებენ, რადგან „ვფიქრობთ, რომ იქ ჯარი აღარ გვჭირდება“. „რაც გვაქვს, არის ის, რომ ნავთობკომპანიები უკვე შედიან (ერაყში) და ისინი ერ...

დონალდ ტრამპ

1784053427

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1784050990

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...

მეხანძრე-მაშველებმ