ირაკლი კობახიძე საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი „ბეთლემი“, რომელიც უწმინდესი პატრიარქების – ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს და სკოლამდელი აღზრდის ცენტრს გააერთიანებს, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფი იფუნქციონირებს.

პრემიერ-მინისტრმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის პროექტის ინიცირებისა და სამშობლოს წინაშე გაწეული მრავალწლიანი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის განსაკუთრებული ზრუნვით შექმნილი პროექტი. ხაზგასასმელია, რომ პროექტს საფუძველი ეყრება ორი პატრიარქის - ილია მეორის და შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს წამოწყება იქნება ძალიან წარმატებული.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ იდეის მომზადებასა და ხორცშესხმაში. მადლობა კომპანია „გუმბათს“, რომელიც ააშენებს ამ ცენტრს. ეს არის ძალიან კარგი ნიმუში იმისა, თუ როგორ იდეებს შეიძლება შეესხას ხორცი მთავრობის, ეკლესიისა და ბიზნესის თანამშრომლობით. განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის, რომელიც არის ამ პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი. მადლობა მას მრავალი ათეული წლის მანძილზე გამორჩეული ღვაწლისთვის სამშობლოს წინაშე, ბათუმის და აჭარის წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის საძირკველი აკურთხა და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა დღეს, ასევე, სოფელ კვირიკეში წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა.

სოფელ კვირიკეში მშენებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი სამ გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს და გიმნაზიას მოიცავს. გიმნაზიის შენობაში განთავსდება სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი ტრადიციულ რელიგიურ დისციპლინებთან ერთად კომპიუტერულ მეცნიერებებს და სხვა დარგებს შეისწავლიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784053427

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1784050990

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ში...

მეხანძრე-მაშველებმ

1784050075

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აცხადებს ის ნ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1784046658

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმ...

გაერო გაერო

1784044486

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა...

ზურაბ პატარაძე