მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის (საერთო წონით 341 გრამამდე ოქროსა და 63 გრამი ვერცხლის) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364.35 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 25 761 ლარით დაჯარიმდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765804294

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1765803583

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ

„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...

დავით მათიკაშვილი

1765801157

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...

 მოძრაობა აკრძალულია

1765799320

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე...

მიხეილ ყაველაშვილი

1765797104

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა

აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, - განაცხადა პარლამენტ...

გიორგი გაბუნია