ნინო წილოსანი: შემდგომი ნაბიჯები არის ქართულ ხორბალთან დაკავშირებული პროგრამების დაფუძნება, იმ ფერმერების წახალისება, ვისაც ქართული ხორბალი მოჰყავს და რა თქმა უნდა, UNESCO-ს ამ აღიარების გამოყენება ტურიზმის პოლიტიკაში
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ იმ სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც ქართული ხორბლის UNESCO-ში წარსადგენად მიმდინარეობდა. ნინო წილოსანმა, რომელიც აღნიშნული სამუშაოების პერიოდში აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, აღნიშნა, რომ პროცესში კულტურის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული.
„გვჭირდებოდა კვლევები, ექსპედიციები, ვიდეო და ფოტომასალა იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო უწყვეტი ტრადიცია, რომელიც 8 ათასი წლის მანძილზე ხორციელდებოდა და რომ პურის ცხობას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა როგორც რელიგიურ რიტუალებში, ასევე საყოფაცხოვრებო პროცესებში.
კულტურის სამინისტრო შესაბამისი თანამშრომლებით და სააგენტოებით აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, მათ შეკრეს მთლიანად ქართული ხორბლის ბარათი, რომელიც გაიგზავნა იუნესკოში.
შემდგომი ნაბიჯები არის ქართულ ხორბალთან დაკავშირებული პროგრამების დაფუძნება, იმ ფერმერების წახალისება, ვისაც ქართული ხორბალი მოჰყავს და რა თქმა უნდა, ამ აღიარების გამოყენება ტურიზმის პოლიტიკაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
1765814428
ახალი ამბებიპატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „თბილისის წმ. სამების...
1765812712
ახალი ამბებიმცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია
მცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი პლასტმასის მაღაზიის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
1765809297
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „დღის ქრონიკაში“ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს აფასებს, რისი მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევ...
1765808367
საზოგადოებანინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის
„სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის“, - განაცხადა...
1765807416
საზოგადოებანინო წილოსანი: ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან. ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას
ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხად...


























