შალვა პაპუაშვილი: გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს

გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა, ეს საკითხი სხდომაზე დააყენოთ, კენჭისყრა ჩატარდება და პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, შალვა კერესელიძეს.

ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ ინიციირებული დადგენილების პროექტი „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს მოუწოდა, ფრაქციის სახელით ილაპარაკონ და საზოგადოებას არ ამოეფარონ.

„საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, ისაუბრეთ თქვენი სახელით. საზოგადოებას ნუ ეფარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნებში თქვენმა პარტიამ 160 000 ხმა მიიღო, ანუ 7,5%. წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, 50 000 ხმა მიიღეთ - მესამედი იმ ხმებისა, რაც მანამდე გქონდათ მიღებული. ასე რომ, საზოგადოების სახელით საუბარი არ არის საჭირო. თქვენ ხართ ფრაქცია, ხართ სუბიექტი, ვისაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება შეუძლია.

რაც შეეხება ნდობა-არნდობის საკითხს, გამოძიება ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. ბევრი ადამიანი გამოიკითხა და ეს შედეგები დაიდო. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი BBC-ის მთავარ ცილისმწამებლური სიუჟეტის თაობაზე. მთავარი იყო გამოეტანათ ჰედლაინი, შინაარსში კი არავინ შესულა. ვითომ, საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თითქოს საქართველო ყოფილიყო ან პირველი მსოფლიო ომის წამომწყები ან დიდი მონაწილე, ან თითქოს, პირველი ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყო და ჩვენ გამოგვეყენებინოს პირველ მსოფლიო ომში და არა იმ ქვეყანას, რომელსაც ზოგიერთი წარმოადგენს. ეს ცილისწამება მხილებულია, ვინაიდან არავის, მათ შორის მათაც, ვინც ეს ეჭვები გამოხატა, არ აქვთ მტკიცებულება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს კითხვები თუ ექნებათ, ხელისუფლება მზად არის, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765816688

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, წერილთან ერთად...

შალვა პაპუაშვილი

1765814428

ახალი ამბები

პატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „თბილისის წმ. სამების...

დოროთე ყურაშვილი:

1765812712

ახალი ამბები

მცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია

მცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი პლასტმასის მაღაზიის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

  მცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია

1765809297

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „დღის ქრონიკაში“ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს აფასებს, რისი მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევ...

მიხეილ სარჯველაძე

1765808367

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის

„სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის“, - განაცხადა...

ნინო წილოსანი