პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
1784122948
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - ამის შესახებ ეკონო...
1784122891
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს
„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმ...
1784122707
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – ევროპელ ბიუროკრატებს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავთ და ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს
„საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან ან მიზნად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგე...
1784122144
მსოფლიოთურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის...
1784120775
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6344 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6350 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...






























