არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთმანეთში იბრძვის, რათა პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთმანეთში იბრძვის, რათა თავიანთ პატრონებს აჩვენონ, რომ უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას.
მისი თქმით, დავალებები კი, რომლის შესრულებასაც ისინი ცდილობენ, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ახლა „ნაცების“ გაერთიანება, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთმანეთში იბრძვის, რათა თავიანთი პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ ისინი უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას, რომელიც ცალსახად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
ცდილობენ, სუფრასთან როგორმე უფრო უკეთესი ადგილი მოიპოვონ და, მათი გადატრიალება არ გაიშვა, მაგრამ, მათი აზრით, ხელისუფლებაში რომ მოვლენ, უფრო მსუყე ლუკმა შექმნან. ახლა ამ სერიალს ვუყურებთ, როგორც საპნის ოპერას“, - განუცხადა გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს.
1784108179
ახალი ამბებიქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - არის მსხვერპლი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. მედიაში გა...
1784107760
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტა...
1784106699
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზ...
1784106370
საზოგადოებაპროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავე...
1784104287
საზოგადოებამაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზ...


























