თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, შეწყალება სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ საკუთარი ქმედების გააზრება, სინანული და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ქმნის.

მისივე თქმით, შეწყალების ინსტიტუტის მიზანი, კანონის დაცვასთან ერთად, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა და მისი რესოციალიზაციაა.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ ჩადენილი ქმედების გააზრება, გამოვლენილი სინანული და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვა ქმნის. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს. პირის შეწყალება არის ჰუმანურობის გამოვლინება, რომლის მთავარი მიზანი, კანონის დაცვასთან ერთად, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა და მისი რესოციალიზაციაა. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა, როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი - ადამიანი საზოგადოებაში დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს - გამართლებულია. შეწყალების ინსტიტუტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი სამართლებრივი ნაბიჯია, თუ მის წინაპირობას დანაშაულის ჩამდენი პირის განწყობა ქმნის. ვფიქრობ, შეწყალებული პირებისგან მაგალითი უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ქუჩის პროცესების დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღად იყვნენ გამოყენებულნი და პატრიოტიზმის სახელით ჩადენილი ამგვარი უკანონობა აღარ უნდა ჩაიდინონ და დაუშვან“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787923715

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: საუბრობენ, თითქოს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა....

ლევან მაჭავარიანი

1787922220

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ფინალშია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ფინალშია. ნახევარფინალში ფრანგი მეტოქე დაამარცხა და ოქროსთვის ბრძოლას ფინალში გააგრძელებს. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

ეთერ ლიპარტელიანი

1787921186

ახალი ამბები

ავლაბარში ადამიანი მოკლეს

თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 1 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით...

პოლიცია, ლენტი

1787919948

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ნახევარფინალშია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ნახევარფინალშია. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი მეტოქე იუკოთი დაამარცხა და ლოზანას გრანდ-სლემის ნახევარფინალშია.

ეთერ ლიპარტელიანი

1787918894

საზოგადოება

ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ქვეყნის შაჰი ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან. „ჩერგომ, 2024 წლის არჩევნები მოვიგეთო, ისე რომ...

ნიკა ობოლაძე