ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: საუბრობენ, თითქოს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ისინი სწორედ იმას აკეთებენ, რასაც თავად ვითომდა გმობენ.

„ერთი დასკვნის გამოტანა არის შესაძლებელი, რომ ისინი არიან ყალბები, ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები. ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით. ზოგი დაფინანსებულია, ზოგი რაღაც პრივილეგიებით სარგებლობს, ზოგს ის სიამოვნებს, რომ ყურადღების ცენტრშია ვინაიდან ემოციურად არის ძალიან დაზიანებული და ამაში პოულობს რაღაც ტიპის ხსნას მაგალითად ქალბატონი ბაღდავაძეც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში სამჯერ იმყოფებოდა. როგორც გამოცემა წერს, მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან სამი წელიც არ იყო გასული.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ბაღდავაძე ადასტურებს, რომ მოსკოვში, აგვისტოს ომის შემდეგ, იმყოფებოდა ახლობლის დაკრძალვაზე.

„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის მაგივრად კი ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787918894

საზოგადოება

ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ქვეყნის შაჰი ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან. „ჩერგომ, 2024 წლის არჩევნები მოვიგეთო, ისე რომ...

ნიკა ობოლაძე

1787917157

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მიხარია, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი

„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა...

სოზარ სუბარ

1787915622

ახალი ამბები

მყვინთავებმა თბილისის ზღვაში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული, 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველ...

თბილისის ზღვა

1787913897

საზოგადოება

შიო მესამე: წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე

მარიამობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გ...

პატრიარქი შიო მესამე

1787912749

საზოგადოება

შიო მესამე: დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და აცხონოს

„დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი...

შიო მესამე