ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!
„გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა. რეალურად - დომეინი და სერვერი არსად გადასულა: ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო - საქართველოში!“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „IQWeb FZ-LLC-ის კომპანია ოპერირებს გლობალურად და მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
„რაც შეეხება DDOS GUARD-ს, ამ კომპანიის იურიდიული მფლობელი და მმართველი კომპანია არის „IQWeb FZ-LLC“, რომელიც რეგისტრირებულია და სათავო ოფისი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაიში, კერძოდ ტექნოლოგიურ ჰაბში - Dubai Internet City). აღნიშნული კომპანია ოპერირებს გლობალურად. მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
მსგავსი მოდელით ოპერირებენ სფეროს გლობალური ლიდერები Cloudflare, Akamai და სხვები, რაც წარმოადგენს თანამედროვე ინტერნეტ-უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს. ის ემსახურება საერთაშორისო კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მძლავრი კიბერ-შეტევების მოგერიება. ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული პლატფორმების უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამოიყენება შეტევების მოგერიების მრავალდონიანი სისტემა.
ცენტრალურ ამერიკაში (ბელიზი) განთავსებული სერვერი ასრულებს უსაფრთხო კარიბჭის ფუნქციას, რომელიც ახდენს მომხმარებელთა ნაკადის გაფილტვრას და მათ უსაფრთხო რეჟიმში გადამისამართებას ძირითად რესურსებზე. უშუალოდ სასერვერო ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები განთავსებულია საქართველოში, რაც უზრუნველყოფს სერვისების სტაბილურ და სწრაფ მიწოდებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
1776586375
მსოფლიობულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის უფლებით დაახლოებით 6,5 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. რამდენიმე დღი...
1776584485
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ი...
1776583008
საზოგადოებამეუფე შიო კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს. ღვთისმსახურები...
1776582891
ახალი ამბებიაჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოშეძენა-...
1776582740
ახალი ამბებიპოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გ...


























