მეუფე შიო: ვფიქრობთ დღეს როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ - მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
მან ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ ამ პრობლების აღმოსაფხვრელად საჭიროა სიყვარული, მიმტევებლობა, ურთიერთგაგება.
„ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა: 1. უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. 2. უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანთა შორის 3. მიმტევებლობა, პატიების უნარი. როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როდესაც არის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება? ეს ხომ შეუძლებელია? რასაც ჩვენ ვხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს; იციან ფაქტები, თუ არ იციან, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან. ეს მეტყველებს უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამიტომ, თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რამდენი საუბარია იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1776590043
სპორტიილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა
თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა, ნახ...
1776588577
საზოგადოებასაფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა UNESCO-...
1776587463
მსოფლიორომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს
რომის პაპს დონალდ ტრამპთან კამათი აღარ სურს. ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი სიტყვა „ტირანების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს აოხრებენ“, რომელიც მან 16 აპრილს კამერუნში წარმოთქვა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან...
1776586375
მსოფლიობულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის უფლებით დაახლოებით 6,5 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. რამდენიმე დღი...
1776584485
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ი...




























