ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა, ასევე 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.
ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, ასევე რეგისტრაციის ვადების შესახებ. ისაუბრა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება.
ცესკოს თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საერთო ჯამში 5000 -ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია და ისაუბრა ცესკოს ახალი ვებგვერდის, disinfo.cec.gov.ge-ს, შესახებ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.
შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში.
ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
1789652979
ახალი ამბებიდმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი...
1789650878
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...
1789650768
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...
1789648275
საზოგადოებაგივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის...
1789646939
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
„ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში“, - განა...


























