საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა.

მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა საქართველომ – 98:90.

ურთიერთშეხვედრამდე როგორც პორტუგალიას, ისე საქართველოს ჯგუფში 4 მოგება ჰქონდათ. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან. გამარჯვება ნებისმიერისთვის დიდი ნაბიჯი იქნებოდა მიზნისკენ, რადგან ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ სამი საუკეთესო გადის.

წინასწარი პროგნოზების მიხედვით ფავორიტის სტატუსი საქართველოს ჰქონდა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თუ პორტუგალიას ერთი NBA-ელი ჰყავს, ჩვენს გუნდში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი მოთამაშეა, გვყავს ევროლიგის საუკეთესო ფორვარდი და მაღალი დონის ამერიკელი გამთამაშებელი.

ასეთი ხარისხის გუნდებთან მეტოქეები გამარჯვების გასაღებს დაცვაში ეძებენ. პორტუგალიაც ასე იყო. თავიდანვე გამოჩნდა მწვრთნელის მითითება – მაქსიმალურად შეეშელათ ხელი ქართველების ინდივიდუალური თუ კომბინაციური თამაშისთვის. მასპინძლები უმეტეს შემთხვევაში ქართველ ლიდერებზე ბურთის მიღებისთანავე ჯარიმდებოდნენ, პირველ ტაიმში საქართველოს უკვე 20 საჯარიმო ჰქონდა ნასროლი და 18 ჩაგდებული.

„ბოსტონ სელტიკსის“ ცენტრი კეტა ფარქვეშ ბევრს იბრძოდა, ბურთსაც ხსნიდა, პასებსაც კარგად არიგებდა და აგდებდა კიდეც. იყო მომენტი, პირველ ტაიმში პორტუგალია 22:11 დაწინაურდა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა სტაბილური თამაშით სხვაობა ნელ-ნელა შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლო წამზე მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 41:42 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში რატი ანდრონიკაშვილის ჩაჭრის, სამქულიანისა და მამუკელაშვილის 2+1 ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა – 57:52. მეოთხე პერიოდის წინ საქართველო 70:66 დაწინაურდა. იმ მომენტისთვის შენგელიასა და მამუკელაშვილს 18-18 ქულა ჰქონდათ, ხოლო ანდრონიკაშვილს – 12.

უნდა აღინიშნოს ალექსანდრე ჯიკიჩის სტრატეგიული ჩანაფიქრი. ისევე როგორც მონტენეგროსთან, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში აგრესია გაამძაფრა, შეტევაში კი ტემპს ძალიან უმატა, რისთვისაც პორტუგალიელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და საქართველო მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 87:71 დაწინაუდრა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს რატი ანდრონიკაშვილისთვის ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში. მას 2022 წელს ესპანეთთან 17 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პორტუგალიაში 20 ქულამდე ავიდა, რასაც 4 ჩაჭრა მიამატა. შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე 22 ქულაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788245025

საზოგადოება

გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნი...

დაკავებულია ერთი პირი

1788244283

ახალი ამბები

1-ელი სექტემბრიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება

დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემო...

ავტომობილები ავტომობილები

1788243373

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება

„ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის“, - განაცხადა რეგიონული...

ირაკლი ქადაგიშვილი

1788241298

საზოგადოება

1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

დღეს, 1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართებ...

პარლამენტი საქართველოს

1788240674

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურ...

ანაზღაურებადი სტაჟირებ