დავით მათიკაშვილი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს
„რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, საქართველოში მყოფი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს.
მისი თქმით, როდესაც პრაქტიკულად მოწმემ აღიარა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად მოხდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
„პირველ რიგში, მინდა სინანული გამოვხატო ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გამო. რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს მაშინაც კი, როდესაც პრაქტიკულად მოწმემ აღიარა, რომ სამწუხაროდ, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების, როგორც წინასწარი მონაცემებითაც დგინდება, ამ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად მოხდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, პრაქტიკულად მიტოვება განსაცდელში, სწორედ ამ მუხლითაც არის საქმე აღძრული.
კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, ყველგან ცდილობენ საკუთარ დღის წესრიგს რაღაც წაამატონ იმ ტრაგედიების გათვალისწინებითაც კი, ცალსახა და თვალსაჩინო ტრაგედიების, რომლებზედაც პირდაპირ არსებობს აღიარებული ჩვენება“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
1788239367
საზოგადოებასაჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასე...
1788238758
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხ...
1788238158
საზოგადოებადღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, ახალი სქემის...
1788207599
სპორტისაქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა. მეტისმეტად დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა საქართველომ – 98:90. ურთიერთშეხვედრამდე როგორც პორტუგა...
1788207485
ახალი ამბები1-ელი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება. კერძოდ, ახალი სქემ...


























