ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმული კითხვის პასუხად, რომელიც თურქმენეთში მისი ვიზიტის დროს აშხაბადში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფნას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 35 წლის თავზე მსგავსი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა.

„იყო ცარიელი სპეკულაციები, ხედავთ, რა არის რადიკალების ზოგადი მიდგომა და ამას დავალებით აკეთებენ - მათ სურთ, რომ ხელისუფლებას გამოაცალონ ის პრაგმატული საფუძვლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკის წარმოებისას. ამის გაგრძელება იყო ეს სპეკულაციური კამპანიაც. მე მახსენდება 1990 წელი, როცა კონკრეტულმა ადამიანებმა გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა იმისათვის, რომ მოერღვიათ საბჭოთა სისტემა. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით უნდოდათ საბჭოთა სისტემის მოშლა და მორღვევა. დაახლოებით, ამ დონეზე არიან ეს ადამიანები. თუმცა მაშინ კიდევ ვერ გაამტყუნებდი იმ ადამიანებს, ქვეყანას ახალი მოპოვებული ჰქონდა დამოუკიდებლობა, არც ჰქონდა დამოუკიდებლობა მოპოვებული, პოლიტიკა მანამდე არც არსებობდა, გამოცდილება არ არსებობდა და მაშინ ცხელ გულზე შეიძლებოდა, ადამიანებს ასეთი რამ გაეკეთებინათ, მაგრამ დღეს, როდესაც 35 წლის თავზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთი სტანდარტებით მოქმედებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, ისინი დავალებებს ასრულებენ, იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დღემდე აწარმოებდა. ეს არის ცარიელი სპეკულაციები, თვითონაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ აქედან მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგადოება არის ჯანსაღი და პრაგმატული პოლიტიკის მომხრე“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765913355

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას

„ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცე...

ირაკლი კობახიძე

1765913318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა

„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1765912600

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...

ირაკლი კობახიძე

1765912567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...

ირაკლი კობახიძე

1765912364

საზოგადოება

პრემიერი: აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას

„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამ...

ირაკლი კობახიძე