პრემიერი: არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ - ჩვენ გავყვებით ამ პროცესს, მნიშვნელოვანია, BBC ვამხილოთ ტყუილის გავრცელებაში
„ბიბისის“ სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავის დაწყება ძალიან მალე იგეგმება.
„ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში შევიტანთ შესაბამის სარჩელს იქაურ მარეგულირებელ კომისიაში, ბრიტანულ კომისიაში და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ შესაბამის ინსტანციებს. 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა, არ ვიცით. ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია, რომ ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს „ბიბისიმ“, რომელიც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და დავალებით და ამაში მე ვარ დარწმუნებული. დანარჩენი დადგინდება კონკრეტული განხილვის საფუძველზე.
რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ. არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. საოცარი ტყუილია, ხომ არ შეიძლება ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როდესაც აფეთქებული არ არის არაფერი. საოცრებაა, რაც აქვთ ნათქვამი ამ სიუჟეტში. მსხვერპლი არ არსებობს და საუბრობენ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, ამიტომ ჩვენ პრინციპულად გავყვებით ამ პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ბიბისი“, ვამხილოთ ამ სამარცხვინო ტყუილის გავრცელებაში.
„ბიბისის“ სტანდარტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ფაქტობრივად ნულამდე დასული. ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც არის ამ ტელევიზიაში შექმნილი, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ვამხილოთ ის ტყუილი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავრცელეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1765913318
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა
„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...
1765913278
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...
1765912600
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება
„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...
1765912567
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...
1765912364
საზოგადოებაპრემიერი: აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას
„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამ...



























