კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.
ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
როგორც იგი აღნიშნავს, ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განიცდის.
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გააჟღერე.არაერთხელ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი და სანიმუშო სპორტსმენი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ნიჭით, შრომითა და თავმდაბლობით მილიონობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.ამავდროულად, ჩვენი შვილების, იმ ახალგაზრდების შთაგონების წყარო ხარ, ვინც შენი შემხედვარე ოცნებას ბედავს, ოცნებას ისე თამამად, როგორც ერთ დროს შენ ოცნებობდი!დღეს შენი, ისევე, როგორც საქართველოს ოცნება მეორედ ახდა!გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებით ძვირფასია პირადად ჩემთვის, რადგან შენი სახით საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა და ყველაზე მეტად კაშკაშებდა გზაზე, რომელიც უდიდეს შრომას, ბრძოლას, რწმენასა და თავდადებას მოითხოვდა.გისურვებ, რომ მომავალი სეზონი ახალი მწვერვალების, ახალი რეკორდებისა და ახალი ტრიუმფების წელი იყოს. მთელი გულით მინდა, რომ სწორედ შენ გახდე პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოიგებს და ქართული ფეხბურთის სახელით კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს დაწერს.როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცე, შენთვის შეუძლებელი არაფერია!გილოცავ ჩემპიონო!“, - წერს იგი.
1780164701
მსოფლიოRepubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის
იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცე...
1780159776
მსოფლიოირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს
ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმარ...
1780157054
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე...
1780155377
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...
1780154408
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრე...



























