კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
მისი განმარტებით, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება.
„ბოლო წლების განმავლობაში, უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე. შეიძლება ვისაუბროთ კანონებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არის ის, თუ როგორ გაბედა საქართველომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კანონებს, რომლებზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია საუბარი, თბილისის მერი განმარტავს, რომ პასუხი არ არსებობს კითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული კანონები ევროპულ დემოკრატიას.
„მოდი, მივყვეთ ინდივიდუალურად - გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რატომ გახდა პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? ოჯახური ღირებულებების დაცვა რატომ არის პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას? არანაირი პასუხი არ არსებობს ამაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის მუქარა, რომელიც ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ისმის, კატეგორიულად მიუღებელია.
„მუქარები, შანტაჟი, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ეკომონიკა გვაქვს, უდიდესი კულტურის, ტრადიციების მქონე ხალხი ვართ და ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე მითითებებით დავდიოდით, გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას და უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ, არჩეულ ხელისუფლებას, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით უნდა დავიცვათ ქვეყანა, ოჯახები და ქართველი ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1781345189
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა. გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს...
1781343104
საზოგადოებაკახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...
1781341911
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
„რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელ...
1781338817
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი
დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...
1781337192
საზოგადოებანათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვ...


























