კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

 „რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, ნებისმიერი სახის გადაცდომაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ.

„დღეს ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენ მათი „ერთობა“ ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ როდესაც ხარ მოღალატე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო, წარმატება ვერ გექნება. საქართველოში ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არა გარე აქტორები.

რაც შეეხება გიგა ლემონჯავას განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტურის წარმომადგენლები და ამაში ფულს იღებდნენ. წლების განმავლობაში ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნეს და ამაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. იფუთებოდა ისე, თითქოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კარგ პროექტს ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი გაშიფრულია, საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ვიცით ვინ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებისთვის და ვინ არის წინააღმდეგობაში. როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, შესაბამისი სამსახურებისგან კანონის ფარგლებში მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781345189

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა. გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა

 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს...

არჩილ გორდულაძე

1781345029

საზოგადოება

კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია

 თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გ...

კახა კალაძე

1781343104

საზოგადოება

კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი

 კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...

კახა კალაძ

1781338817

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი

 დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...

დონალდ ტრამპი

1781337192

საზოგადოება

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

 შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვ...

ნათია თურნავა