ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს ასეთი თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.
1773918236
საზოგადოებაუზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა
უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე, - აღნიშნულია უზენაესი ს...
1773916645
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ
აშშ-ის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს, თუ როგორ მოქმედებს სავიზო დეპორტის პროგრამა. „2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრება...
1773914958
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...
1773913580
ახალი ამბებიჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...
1773911789
საზოგადოებასაქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას
საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ამის თაობაზე ვკითხულობთ იეზიდთა სა...



























