პრემიერი: საგნობრივი დისკუსია უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის. აუცილებელია, ეს სხვა პირი მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებდეს
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
„ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას უწყობდა ხელს კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების პოლიტიკა. ეს იყო გარედან თავსმოხვეული. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები. საზოგადოებამ სწორედ ასეთი დისკუსიების საფუძველზე უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი. ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, რომ ეს სხვა პირი, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს.
„თუ არ აღიარებს, რა ჯანსაღ დისკუსიებზეა საუბარი. ამიტომ, არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, რომ ის დებატები, რომელიც გაიმართა, მაგალითად „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ეფუძნება სწორ პრინციპებს. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კონკრეტული ფორმატი ჩვენ მოგვცემს შედეგს და შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირება და იმ ნეგატიური მუხტის შემცირება საზოგადოებაში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი. ამიტომ, სწორი პრინციპები უნდა არსებობდეს, სწორ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი დისკუსია, დებატები. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































