პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას ავალებდა. მისი მითითებით აღნიშნულ ბრძანებაში არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითება ხდებოდა, რომლებსაც პერიოდულად ფულადი დანამატი ერიცხებოდათ, თუმცა აღნიშნული პირები რეალურად დაცვა-გაცილების ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში ინფორმაციის უკანონოდ გადამოწმებისა და მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 400 ლარი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიზნით), 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა) და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773753247

საზოგადოება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნე...

ცოფი მსხვილფეხა საქონელში

1773753003

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7365 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი - ლარი

1773752960

ახალი ამბები

კახა აბულაძემ აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

აბანოთუბანში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან...

კახა აბულაძე

1773752411

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი

„შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმა...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1773752186

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „იუსტიციის მინი...

იუსტიციის მინისტრი