თამარ მემანიშვილი: აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, „იმედის დღის“ ეთერში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განმარტებით, ცვლილება შეეხო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსების სისტემას, კერძოდ, გაუქმდა არსებული საგრანტო კონკურსი. შესაბამისად, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების I და II საფეხურებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

თამარ მემანიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, აბიტურიენტებს შეუძლიათ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები აირჩიონ, ასევე, მათ, წელს პირველად, პროფესიული პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც მიეცემათ.

„წელს მოქმედებს ე.წ. საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამებთან ერთად შეუძლიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევაც. კერძოდ, საუბარია IV და V დონის პროფესიულ პროგრამებზე, რომელთათვისაც აუცილებელია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, აბიტურიენტებს აქვთ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო პროფესიულ დაწესებულებებში პროგრამების შეუზღუდავი რაოდენობით არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში აბიტურიენტი შეზღუდული არ არის.“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყება აპრილის დასაწყისში, რომელიც 1 თვეში დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773753247

საზოგადოება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნე...

ცოფი მსხვილფეხა საქონელში

1773753003

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7365 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი - ლარი

1773752960

ახალი ამბები

კახა აბულაძემ აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

აბანოთუბანში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან...

კახა აბულაძე

1773752411

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი

„შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმა...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1773752186

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „იუსტიციის მინი...

იუსტიციის მინისტრი