საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.
ასევე, კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.
როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნეს კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია.
1768401350
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს
როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს...
1768399388
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ
მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...
1768399163
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის საელჩოზე: კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან
კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ ამ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა...
1768398462
ახალი ამბებისაავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზ...
1768397650
ახალი ამბებიმკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ქალი მოკლეს
თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ...


























