საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიროჯიდინ მუხრიდინმა კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის, რისკების შეფასების, ადაპტაციისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებზე ერთობლივი მუშაობა. საუბარია კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა კლიმატური ცვლილებების შედეგები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი რეაგირების მექანიზმები წინასწარ დაიგეგმოს. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება გარემოსდაცვითი გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრისკენ ძალისხმევის გაძლიერება და კოორდინაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ რეგიონული მოწყვლადობის და რისკების შეფასების მექანიზმების მხარდაჭერა, ენერგო ეფექტური პროექტების ხელშეწყობა, დაბალემისიიანი განვითარებისკენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტიმულირება.მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებისა და მონიტორინგის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შესაძლებლობების გაძლიერების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.დოკუმენტი ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კატასტროფების რისკის შემცირების, ჰიდრომეტეოროლოგიისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების სფეროებში თანამშრომლობას.მხარეებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
1781880438
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე. მთავრობის მეთაური აღნ...
1781879720
საზოგადოებატაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე: დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად
ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სპეციალიზებული სააგენტოები, - ამის შეს...
1781879518
საზოგადოებაპრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ორმხრივ...
1781878976
საზოგადოებაემომალი რაჰმონი: შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების...
1781878300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თან...



























