თამარ იოსელიანი: ავიაციის სექტორისთვის 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს ავიასექტორის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რომელიც დამატებით ნაკადებს მოემსახურება.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯიას“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციის სექტორისთვის - ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რაც ზოგადად ავიაციის სექტორში გვაქვს - 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8,5 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფრანგული სახელმწიფო კომპანია - Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის მომავალი ხუთი წლით - 2031 წლის ბოლომდე ოპერირებას განახლებული პირობებით გააგრძელებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. ასევე თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება.

„აღნიშნული ინვესტიციით გაორმაგდება მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 2031 წლამდე, ვიდრე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში, ADP Group და „ტავ ჯორჯია“ განახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ გასამმაგდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემოსავალი, ის ასევე პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით, „ტავ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ავიაკომპანიები და შევასრულოთ დამატებითი პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შენდება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი ამ მიმართულებით ოპერირებას შეწყვეტს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768486899

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე სპეკულაციები არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, 75 ქვეყანაზე მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგა...

გიორგი გაბუნია

1768485634

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1768485210

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საელჩოდან პასუხი არ იქნება, ესეც უკვე პასუხია და მტკიცებულებაა იმის, რომ დიახ, სამწუხაროდ, ევროკავშირის საელჩო და ელჩი პირდაპირ არიან ჩართულები საქართველოში დამხობის პროცესში

ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩოს დუმილს „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. „ქრონიკის“ კითხვას საელჩოში არ უპასუხეს - საელჩომ...

ააა

1768485068

ახალი ამბები

მახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა

როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...

ლევან მახაშვილი

1768485009

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე