ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, რომ შავი ზღვა ბრძოლის ველად არ აქციონ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რომ შავი ზღვა საბრძოლო მოქმედებების არენად არ გადააქციონ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ეს არც რუსეთის და არც უკრაინის ინტერესებში არ შედის“, — განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს, რომ შენარჩუნებული იყოს უსაფრთხო ნაოსნობა შავ ზღვაში. პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები შავ ზღვაში. ანკარაში გაიხსენეს რუსეთის მორიგი დარტყმა ოდესის ოლქში, ჩერნომორსკის პორტზე, რომლის შედეგად დაზიანდა უცხოური ხომალდი.
„პირველადი მონაცემებით, ეკიპაჟი და ტვირთის მძღოლები ევაკუირებულები არიან, თურქეთის მოქალაქეები არ დაზარალებულან“, — განაცხადეს სამინისტროში.
მანამდე კიევში განაცხადეს, რომ ოდესის ოლქში მდებარე პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად თურქული ხომალდი დაზიანდა. გემს ხილ-ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.
თავის მხრივ, უკრაინელებმა შავ ზღვაში განახორციელეს რამდენიმე დარტყმა რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებზე. კერძოდ, 2 დეკემბერს საზღვაო დრონებით იერიში იყო მიტანილი ტანკერზე Midvolga 2. შეტევა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 80 საზღვაო მილში მოხდა..
28 ნოემბერს კი შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის სიახლოვეს, უკრაინელებმა ორი ტანკერი ააფეთქეს. საუბარია გემებზე Kairos და Virat. რომლებიც გამბიის დროშით დაცურავდა. კიევის ცნობით, ეს გემები რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შედიან.
1765803583
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ
„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...
1765801157
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...
1765799320
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე...
1765797104
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა
აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, - განაცხადა პარლამენტ...
1765794634
ახალი ამბებინინო წილოსანი: ფარსია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან
„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ის პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა...




























